კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მშვიდობის გლობალური სამიტის კომუნიკე - ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულებას

ნახვები: 495 მშვიდობის გლობალური სამიტის კომუნიკე - ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულებას

მშვიდობის გლობალური სამიტის ერთობლივი კომუნიკეს პროექტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს, რომელიც დოკუმენტის პროექტის ტექსტს გაეცნო.

„კერძოდ, ჩვენ ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მუქარისგან ან ძალის გამოყენებისგან თავის შეკავების ვალდებულებას ვადასტურებთ. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ყველა სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების მიმართ, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ტერიტორიულ წყლებში და დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის, როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

პროექტი ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნებას ითვალისწინებს.

„ნებისმიერი მუქარა ან ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის კონტექსტში მიუღებელია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დეკლარაციის პროექტი რუსეთს სურსათის უსაფრთხოების იარაღად გამოყენების შეწყვეტისკენ და პორტებში კომერციული გემების თავისუფლად და უსაფრთხოდ დაშვების აღდგენისკენ მოუწოდებს.

ასევე, პროექტი სრული გაცვლის გზით ყველა პატიმრის გათავისუფლებასა და ყველა უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვის დაბრუნებას მოითხოვს.

 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა