კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნათია მეზვრიშვილი - მივმართავთ ხელისუფლებას: დააბრუნონ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებში

ნახვები: 454 ნათია მეზვრიშვილი - მივმართავთ ხელისუფლებას: დააბრუნონ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებში

„ქართულმა ოცნებამ“ მართლმსაჯულების ორგანოები დაიქვემდებარა და გააჩერა -კრიმინალური სამყაროსთვის დამახასიათებელი წესებით მართავს ქვეყანას - მივმართავთ ხელისუფლებას: დააბრუნონ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებში, -ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მეზვრიშვილის თქმით, „ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობას ამართლებენ და მისი აღკვეთის ნაცვლად, საპასუხო ძალადობისკენ მოუწოდებენ“.

„ქართულმა ოცნებამ“ მართლმსაჯულების ორგანოები დაიქვემდებარა და გააჩერა - კრიმინალური სამყაროსთვის დამახასიათებელი წესებით მართავს ქვეყანას. აშკარა დანაშაულზე არც ერთი უწყება რეაგირებს. 10 დღე გავიდა ჩვენ მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვიდან და აზრის, გამოხატვის და პოლიტიკური საქმიანობის გამო დევნაზე შეტანილი განცხადება სამსახურმა იმ უწყებაში გაგზავნა, რომელიც სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ დევნაში პირდაპირ მონაწილეობს. სამსახურის უფროსი კანონმდებლობის დარღვევით არ ცხადდება პარლამენტში.

„ოცნებამ“ სისტემურ ძალადობაში ოფიციალურ ძალოვნებთან ერთად, პარტიული ზონდერ-ჯგუფები ჩართო, რომლებიც უკვე არა მხოლოდ ხალხზე ძალადობენ, ერთმანეთს კრიმინალურ გარჩევებს უწყობენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობას ამართლებენ და მისი აღკვეთის ნაცვლად, საპასუხო ძალადობისკენ მოუწოდებენ.

მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას, გამოიყენონ კანონით მინიჭებული მანდატი, შეწყვიტონ პარტიის უკანონო ინსტრუქციების შესრულება და შეაჩერონ ხელისუფლების ძალადობა. უმოქმედობა დანაშაულში თანამონაწილეობაა.

მივმართავთ ხელისუფლებას - დააბრუნონ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებში“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა