კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანალენა ბერბოკი - უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტას საბედისწერო შედეგები მოჰყვება

ნახვები: 503 ანალენა ბერბოკი - უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტას საბედისწერო შედეგები მოჰყვება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, თუკი უკრაინას დახმარების მიწოდებას შეუწყვეტენ, ამას გერმანიისა და ნატო-სთვის სახიფათო შედეგები მოჰყვება.

„თუ ჩვენ არ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, გაჩნდება რისკი, რომ პუტინის ჯარები პოლონეთის საზღვარზე აღმოჩნდებიან, შემდეგ კი ომი სწრაფად გავრცელდება ევროკავშირისა და ნატო-ს ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ბერბოკმა.

მისი თქმით, უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა დასავლეთს ომის თავიდან აცილების საშუალებას აძლევს.

„ძნელია იმის გამოთვლა, თუ რამდენის გადახდა მოგვიწევს, თუ თავად მოგვიწევს ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა, საბოლოო ჯამში, საქმე ერთ რამემდე მიდის: უკრაინის მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს, ომი თავიდან ავირიდოთ“, - აღნიშნა ბერბოკმა.

მისი თქმით, უკრაინის დამარცხებას საბედისწერო შედეგები მოჰყვება.

„დამარცხებას საბედისწერო შედეგები მოჰყვება - თავისუფალი უკრაინისთვის და თავისუფალი ევროპისთვის, ამიტომ უკრაინას დახმარება უნდა გაფართოვდეს“, - აღნიშნა მინისტრმა და კიდევ ერთხელ მოუწოდა პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება გააგრძელონ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა