კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევრო 2024 | საფრანგეთი - ავსტრია 1:0

ნახვები: 674 ევრო 2024 | საფრანგეთი - ავსტრია 1:0

ევრო 2024-ის მეოთხე სათამაშო დღის დასკვნით შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებმა ავსტრიას 1:0 მოუგო და D ჯგუფს ნიდერლანდებთან ერთად ლიდერობს.

  • ილიან მბაპეს საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გოლი არ აქვს გატანილი.
  • ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ავსტრიის ნაკრებმა რვიდან ექვსი მატჩი მოიგო, ავსტრიელებმა შესარჩევში მხოლოდ ბელგიის ნაკრებთან დაკარგეს ქულები – ერთი თამაში წააგეს და ერთი ფრედ ითამაშეს.
  • საფრანგეთის ნაკრებმა დიდიე დეშამის ხელმძღვანელბით ბოლო ოთხ დიდ საფეხბურთო ტურნირზე სამჯერ ფინალში ითამაშა – „სამფეროვნები“ ევრო 2016-ის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდნენ, 2018-ში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, 2022-ში კი მუნდიალის ფინალში არგენტინასთან დამარცხდნენ.
  • მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე ავტოგოლი ავსტრიელმა ვობერმა გაიტანა.
  • ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი ევროპის ჩემპიონატზე მყოფ მწვრთნელთა შორის ყველაზე ასაკოვანია (გერმანელი სპეციალისტი 29 ივნისს 66 წლის ხდება).

38’ წუთი. საფრანგეთის ნაკრების შეტევისას ბურთი ფლანგზე კილიან მბაპემ მიიღო, მეტოქეს იოლად გასცდა და საჯარიმოში ჩააწოდა, ავსტრიელმა ვობერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საფრანგეთი დაწინაურდა – 1:0.

 

D ჯგუფის მეორე ტურში 21 ივნისს ავსტრიის ნაკრები პოლონეთს შეხვდება (20:00), საფრანგეთი – ნიდერლანდებს (23:00).

 
1tv.ge
 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა