კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკავშირის ლიდერები ახალი ხელმძღვანელობის კანდიდატურებზე ვერ შეთანხმდნენ

ნახვები: 508 ევროკავშირის ლიდერები ახალი ხელმძღვანელობის კანდიდატურებზე ვერ შეთანხმდნენ

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის მონაწილეებმა ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნაზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

სააგენტო dpa-ს წყაროების თანახმად, დიპლომატებს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ კონსერვატორები და სოციალ-დემოკრატები ვერ შეთანხმდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის არჩევა ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს, თუ ყოველ 2.5 წელიწადში.

მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, თანამდებობას მეორე ვადით, კიდევ 5 წლით, შეინარჩუნებს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომლის „ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა.

ამასთან, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე ფავორიტი კანდიდატია ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, ხოლო პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანტონიო კოსტას კანდიდატურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე განიხილება.

ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მორიგი შეხვედრა მომავალი კვირის ბოლოს გაიმართება, სადაც ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის კანდიდატების საკითხს კვლავ განიხილავენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა