კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ენტონი ბლინკენი - ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი არის მისი სასოწარკვეთილების ნიშანი

ნახვები: 486 ენტონი ბლინკენი - ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი არის მისი სასოწარკვეთილების ნიშანი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი არის მისი სასოწარკვეთილების ნიშანი, რათა გააძლიეროს ურთიერთობები ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ ომს უკრაინაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„ჩრდილოეთ კორეა მნიშვნელოვან იარაღსა და სხვა საბრძოლო მასალას აწვდის რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად. ირანი აწვდის იარაღს, მათ შორის, უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენება. ჩვენ ძალიან ვართ შეშფოთებული ჩინეთის გამო, არა შეიარაღების მიწოდების კუთხით, არამედ იმით, რომ აწვდიან რუსეთს იმას, რაც კრემლს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზების შენარჩუნებისთვის სჭირდება, რათა თავად აწარმოოს უფრო მეტი ტანკი, იარაღი და რაკეტები“, – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, სწორედ ეს არის, რაც ომის გაგრძელებას ეხმარება. მისივე თქმით, ომის დასრულების სწრაფი გზაა პუტინი გამოვიდეს ილუზიიდან, თითქოს შეუძლია, გაუძლოს უკრაინაში ომს. ასევე, ისიც, რომ საწვავი, რომელიც მას სჭირდება ომი მანქანისთვის, აღარ ექნება.

„ასე რომ, თუ ჩინეთი, რომელიც აცხადებს, რომ ომის დასრულების დიდი ინტერესი აქვს, თუ ამას გულწრფელად ფიქრობს, მაშინ შეწყვეტს ომის მანქანისთვის საწვავის მიწოდებას და ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვეძლება, რათა აღვკვეთოთ ისეთი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერა, როგორებიც ირანი და ჩრდილოეთ კორეა არიან“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა