კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კუპრაძე - „ქართული ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ მათზე სანქციები არ დადებულა - მალავენ იმ შედეგს, რისიც ეშინოდათ

ნახვები: 579 ირაკლი კუპრაძე - „ქართული ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ მათზე სანქციები არ დადებულა - მალავენ იმ შედეგს, რისიც ეშინოდათ

ელჩმა დანიგანმა დაადასტურა, რომ სანქციების შესახებ ინფორმაცია „ქართულ ოცნებას“ მიუვიდა, - ასე გამოეხმაურა „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც სანქციებს შეეხებოდა.

როგორც კუპრაძე აღნიშნავს, სანქციების მომდევნო ტალღებიც იქნება.

„ქართული ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ მათზე სანქციები არ დადებულა. ელჩმა დანიგანმა დაადასტურა, რომ სანქციების შესახებ მათ ინფორმაციაც მიუვიდათ. მალავენ იმ შედეგს, რისიც მათ ეშინოდათ. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან დაანონსებულია, რომ სანქციების მომდევნო ტალღები იქნება, რომლებიც არა მხოლოდ სამგზავრო შეზღუდვებში გადაიზრდება, არამედ ფინანსურ სანქციებში, რისიც „ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად ეშინია“, - განაცხადა კუპრაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას.

 

იპნ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა