კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ამ ზაფხულში ვერაფერი, მათ შორის, ვერც პოლიტიკური ურთიერთობები ვერ გაიყინება

ნახვები: 598 გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ამ ზაფხულში ვერაფერი, მათ შორის, ვერც პოლიტიკური ურთიერთობები ვერ გაიყინება

ამ ზაფხულში ვერაფერი, მათ შორის, ვერც პოლიტიკური ურთიერთობები ვერ გაიყინება - იმ ათეულობით მილიონმა ევროპელმა ჩვენს მსგავსად უარი რომ უთხრა, ლგბტ პროპაგანდასა და ულტრა ლიბერალურ ფაშისტურ პოლიტიკას, მათაც ურთიერთობების გაყინვის სურვილი აქვთ? - ასე უპასუხა “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის.

მაჭარაშვილის თქმით, საქართველო თავსებადობით და მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნების შესაბამისად, ასე ახლოს ევროკავშირთან არასდროს ყოფილა.

„ამ ზაფხულში ვერაფერი, მათ შორის, ვერც პოლიტიკური ურთიერთობები ვერ გაიყინება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო თავსებადობით, მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნების შესაბამისად, ასე ახლოს არასდროს არ იყო [ევროკავშირთან]. ევროკავშირის ელჩმა ეს განცხადება რის საფუძველზე გააკეთა, გაუგებარია, იმიტომ, რომ ევროპის საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებით ჩვენ არამხოლოდ კანდიდატ ქვეყნებზე, არამედ წევრ ქვეყნებზე წინ ვართ. ამიტომ, თუ რაიმეს გაყინვაზეა საუბარი ერთადერთი შეიძლება ჩვენ გავყინოთ ლგბტ პროპაგანდა, რადიკალური ოპოზიციის ქმედებები.

მე კითხვა მაქვს ევროკავშირის ელჩთან: იმ ათეულობით მილიონმა ევროპელმა ჩვენს მსგავსად უარი რომ უთხრა, ლგბტ პროპაგანდასა და ულტრა ლიბერალურ ფაშისტურ პოლიტიკას, მათაც ურთიერთობების გაყინვის სურვილი აქვთ?

ათეულობით მილიონმა ევროპელმა და წამყვანი ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობამ დააფიქსირა პოზიცია, რომ ისინი არ ეთანხმებიან ულტრა ლიბერალურ და ფაშისტურ მიმდინარეობებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არსად არ აპირებს წასვლას - საქართველო იცხოვრებს აქ, ქართულად, ევროპულად და ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად. თუ ვინმეს რამე ურთიერთობის გარკვევა უნდა, დახედოს რუკას, ეკონომიკურ მდგომარეობას, შუა დერეფანს, რომელიც ჩინეთიდან იწყება და ევროკავშირში საქართველოს გავლით მთავრდება. როგორ შეიძლება აქ რაიმე გაყინვაზე იყოს საუბარი? აქ საუბარი ურთიერთობების გალღობაზე, მეგობრობაზე უნდა იყოს. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და მე დარწმუნებული ვარ, მოიძებნება ევროკავშირში ის ძალები, როგორც საზოგადოებაში მოიძებნა, რომლებმაც თქვეს, რომ ურთიერთობების გაყინვა კი არ უნდათ, არამედ პარტნიორული ურთიერთობა, ოჯახური ტრადიციები და ა.შ”, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა