კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ქართულ ოცნებას“ აქვს დაუოკებელი შიში მიხეილ სააკაშვილის -დეკანოიძე

ნახვები: 437 „ქართულ ოცნებას“ აქვს დაუოკებელი შიში მიხეილ სააკაშვილის -დეკანოიძე

„ქართულ ოცნებას" დაუოკებელი შიში აქვს მიხეილ სააკაშვილის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც კობახიძე „ნაცმოძრაობის" წევრების მიერ პარლამენტის სხდომათა დარბაზში სააკაშვილის ბანერის გაშლას აფასებს და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის" ქვეყანაც, სახელმწიფოც და სამშობლოც არის სააკაშვილი.

დეკანოიძის თქმით, „ქართულ ოცნებას" არ აღელვებს საქართველოს იმიჯი, რომელიც ძალიან შელახულია.

„ქართულ ოცნებას" აქვს დაუოკებელი შიში მიხეილ სააკაშვილის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის. მათ არ აღელვებთ საქართველოს იმიჯი, რომელიც ძალიან შელახულია პირველ რიგში, იმის გამო, რომ მესამე პრეზიდენტი საპყრობილეშია, ამიტომ რა თქმა უნდა, დისკომფორტს უქმნის „ქართულ ოცნებას" მიხეილ სააკაშვილის free misha- ს ბანერის და დროშის გადმოკიდება პარლამენტის დარბაზში", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, დეკანოიძემ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და როგორც განაცხადა, დღევანდელი რეზოლუციის ტექსტით დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება" არის რუსული ინტერესების გამტარებელი პარტია საქართველოში.

მისივე თქმით, „საქართველოს ხელისუფლება ვერ ბედავს, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტში ჩაწეროს რუსეთის ფედერაცია".

„დღევანდელი რეზოლუციის ტექსტით, მათ შორის საგარეო კომიტეტზე განხილვების შედეგად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება" არის რუსული ინტერესების გამტარებელი პარტია საქართველოში. მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო კონსოლიდირებულია უკრაინასთან მიმართებით რუსეთის განმეორებითი სამხედრო აგრესიის შეკავების მიმართულებით, როცა ყველა მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას, საქართველოს ხელისუფლება, პარტია, რომელიც ნამდვილად ატარებს რუსულ ინტერესებს, ვერ ბედავს, რეზოლუციის ტექსტში ჩაწეროს რუსეთის ფედერაცია. რუსეთის მიმართ მაამებლური პოლიტიკიდან გამომდინარე თვლიან, რომ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტში რეზოლუციის საკითხის გადატანა საზოგადოებას აზრს შეაცვლევინებს", - განაცხადა დეკანოიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა