კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი მსხილაძე - ცესკოს გადაწყვეტილების უბრალო უმრავლესობამდე დაყვანა ხელს აძლევს მხოლოდ მმართველ პარტიას

ნახვები: 525 გიორგი მსხილაძე - ცესკოს გადაწყვეტილების უბრალო უმრავლესობამდე დაყვანა ხელს აძლევს მხოლოდ მმართველ პარტიას

კონსენსუსზე დაფუძნებით მიღებულ გადაწყვეტილებას მეტი ლეგიტიმაცია აქვს ვიდრე უბრალო უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას, მაშინ, როდესაც ბოლო ცვლილებების თანახმად, აირჩევა 7 წევრი უბრალო უმრავლესობით, ისევე როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. შესაბამისად, აღნიშნული კომისია გამოდის ერთპარტიული და უბრალო უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება, მიგვაჩნია, რომ იქნება ნაკლებად ეფექტური, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ის, ამასთან, დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ვეტოს დაძლევს, მიუხედავად ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისა, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მსგავსი ცვლილებები არ განხორციელებულიყო საარჩევნო კანონმდებლობაში.

„თქვენ როგორც იცით პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება და მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პარლამენტს დაუბრუნა საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმად, ცესკოში გადაწყვეტილების მიღების წესი იცვლება- 2/3-ის ნაცვლად, უბრალო უმრავლესობით მიიღება ცესკოში გადაწყვეტილება. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მეტ ლეგიტიმაციას მატებდა როგორც ცესკოს, ასევე თვით არჩევნებს, შესაბამისად, ცესკოს გადაწყვეტილების უბრალო უმრავლესობამდე დაყვანა აძლევს მხოლოდ მმართველ პარტიას ხელს, რომ მეტი ხმა ექნება ცესკოში და უბრალო უმრავლესობით მიიღებენ გადაწყვეტილებებს.

კონსენსუსზე დაფუძნებით მიღებულ გადაწყვეტილებას მეტი ლეგიტიმაცია აქვს, ვიდრე უბრალო უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას, მაშინ როდესაც ბოლო ცვლილებების თანახმად, აირჩევა 7 წევრი უბრალო უმრავლესობით, ისევე როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. შესაბამისად, აღნიშნული კომისია გამოდის ერთპარტიული და უბრალო უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება, მიგვაჩნია, რომ იქნება ნაკლებად ეფექტური.

თქვენ იცით, რომ ვეტოს დაძლევას სჭირდება 76 ხმა, „ქართულ ოცნებას“ აქვს ხმების ეს რაოდენობა, მაგრამ ერთი მინდა დავამატო, რომ როგორც ეუთო/ოდირი, ისე ვენეციის კომისია დასკვნებში მოუწოდებდა საქართველოს პარლამენტს, რომ, ზოგადად, მიუღებელია არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება საარჩევნო კანონში და კოდექსში, იმიტომ, რომ ეს ბადებს გარკვეულ ეჭვებს და სწორედ ეს იყო პრეზიდენტის მოტივაცია, რომ აღნიშნულ ცვლილებებს დაადო ვეტო“, - განაცხადა მსხილაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა