თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ილჰამ ალიევი ენტონი ბლინკენს - დიდი ხანია დროა, ოფიციალურად შეწყდეს ეუთო-ს უფუნქციო მინსკის ჯგუფის საქმიანობა

ნახვები: 510 ილჰამ ალიევი ენტონი ბლინკენს - დიდი ხანია დროა, ოფიციალურად შეწყდეს ეუთო-ს უფუნქციო მინსკის ჯგუფის საქმიანობა

აზერბაიჯანი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მუშაობის შეწყვეტა შესთავაზა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ალიევის განცხადებით, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის საქმიანობის შეწყვეტის დრო დიდი ხანია დადგა.

„პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ხანია დროა, ოფიციალურად შეწყდეს ეუთო-ს უფუნქციო მინსკის ჯგუფის და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტების საქმიანობა, რათა ოფიციალურად დაიხუროს კონფლიქტის თავი, რომელიც წარსულის ნაშთად იქცა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ილჰამ ალიევსა და ენტონი ბლინკენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

„სახელმწიფო მდივანმა აღიარა სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართულებით მიმდინარე პროგრესი და ხაზი გაუსვა შეთანხმების დაუყოვნებლად გაფორმების მნიშვნელობას. მან გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს შემდგომ ჩართულობას მხარეებისთვის სასარგებლო ნებისმიერი გზით“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა