კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ღია ვართ იმ ზომების მიმართ, რომლებიც მიმართულია კონკრეტულად საქართველოს მთავრობის და არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ

ნახვები: 512 ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ღია ვართ იმ ზომების მიმართ, რომლებიც მიმართულია კონკრეტულად საქართველოს მთავრობის და არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ

განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, სადაც ვგმობთ მთავრობის გადაწყვეტილებას უკან დაიხიოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისგან, კანონის უზენაესობისგან, ღია საზოგადოებისა და დემოკრატიისგან, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება საქართველოს საკითხის პირველი საფუძვლიანი განხილვა საგარეო საქმეთა საბჭოს დონეზე.

„ჩვენი გზავნილი ხმამაღალი და მკაფიოა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისკენ მიმავალ გზაზე, რასაც ისინი იმსახურებენ და რისთვის კარის გაღებასაც საკუთარ მთავრობას სთხოვენ“, - აღნიშნა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, იმ ფონზე, როცა საქართველოს მთავრობა საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ დგამს ნაბიჯებს, ევროკავშირი იმსჯელებს იმაზე, თუ რა ზომების მიღებაა შესაძლებელი.

„არსებობს ზომები, მაგალითად, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ქართველი ოფიციალური პირებისთვის ევროპაში მოგზაურობა უფრო გავართულოთ“, - აღნიშნა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ეს ნიშნავდეს სანქციებს, ელინა ვალტონენმა უპასუხა, რომ „შეიძლება ნიშნავდეს სანქციებს ან ყველა სახის ზომას, რომლებიც შეგვიძლია მივიღოთ. ჩვენ ღია ვართ იმ ღონისძიებების მიმართ, რომლებიც მიმართულია კონკრეტულად საქართველოს მთავრობაზე და არა საქართველოს მოსახლეობაზე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა