კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა წითლიძე - დემოკრატიისადმი ერთგულების გადამწყვეტი გამოწვევის წინაშე ვდგავართ

ნახვები: 512 ანა წითლიძე - დემოკრატიისადმი ერთგულების გადამწყვეტი გამოწვევის წინაშე ვდგავართ

დღეს ჩვენ ვდგავართ დემოკრატიისადმი ერთგულების გადამწყვეტი გამოწვევის წინაშე: ევროპის საბჭოში მონაწილეობითი და სათათბირო პროცესების გაძლიერების გადაუდებელი აუცილებლობა - ეს დისკუსია განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, სადაც დემოკრატიის არსი საფრთხის ქვეშ დადგა და სადაც ახალგაზრდები იბრძვიან ევროპული მომავლისთვის,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატიისთვის რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ ყველამ უფრო მეტი გააკეთოს დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისთვის.

„ქალბატონებო და ბატონებო, მსურს უღრმესი მადლობა გადავუხადო მომხსენებელს. გმადლობთ ამ ბრწყინვალე მოხსენებისთვის. დემოკრატიისთვის ამ რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ უფრო მეტი გავაკეთოთ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისთვის.

დღეს ჩვენ ვდგავართ დემოკრატიისადმი ერთგულების გადამწყვეტი გამოწვევის წინაშე: ევროპის საბჭოში მონაწილეობითი და სათათბირო პროცესების გაძლიერების გადაუდებელი აუცილებლობა - ეს დისკუსია განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, სადაც დემოკრატიის არსი საფრთხის ქვეშ დადგა და სადაც ახალგაზრდები იბრძვიან ევროპული მომავლისთვის.

საქართველოში დემოკრატიის იდეალებს მნიშვნელოვანი გამოწვევები შეექმნათ, განსაკუთრებით ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ქმედებებით. ღრმად შემაშფოთებელია მისი მცდელობები, შეარყიოს ქართველების ევროპული მომავალი და მანიპულირება მოახდინოს დემოკრატიული პროცესით. ახალგაზრდები თბილისის და საქართველოს ქუჩებში იბრძვიან დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციისთვის, რომელთაც ივანიშვილის სპეციალური რაზმები სასტიკად უსწორდება. მე ვამაყობ რომ მათ არ ეშინიათ.

29 აპრილს პრორუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის „დასჯის“ პროევროპულ ოპოზიციას. ოლიგარქ ივანიშვილის გამოსვლაში ასევე ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცდილობდნენ შეარყიონ საქართველოს სუვერენიტეტი, უწოდა რა მათ გლობალური ომის პარტია.

„უცხოური გავლენის შესახებ“ რუსული სტილის კანონის ხელახალი ინიცირებით „ქართული ოცნების“ მჩაგვრელმა ბუნებამ და პრორუსულმა ოლიგარქმა ივანიშვილმა ღიად გამოუცხადა მტრობა პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო აქტივისტებს. „ქართული ოცნების“ რეჟიმის რეალური სახე კიდევ უფრო გამოიკვეთა მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევით და მიზანმიმართული სასტიკი თავდასხმებით აქტივისტებზე, მოქალაქეებზე, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის და ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიმართ, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი ხელისუფლების მიმართ.

აუცილებელია, რომ ჩვენ, როგორც ევროპის საბჭოს წევრებმა, ერთობლივად დავგმოთ მსგავსი ქმედებები და მხარი დავუჭიროთ ქართველ ახალგაზრდებს ევროპული ინტეგრაციისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მადლობა“, - განაცხადა ანა წითლიძემ, რომლის გამოსვლასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე დებატები მიმდინარეობს თემაზე დემოკრატიის გაძლიერება მონაწილეობითი და წარმომადგენლობითი პროცესებით, სადაც მონაწილეობას იღებენ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ დეპუტატები ანა წითლიძე და ლევან ბეჟაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა