კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში მთავრობის ექვსი წევრის მოსმენას გეგმავს

ნახვები: 386 საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში მთავრობის ექვსი წევრის მოსმენას გეგმავს

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტი „მინისტრის საათის" ფორმატში მთავრობის ექვსი წევრის მოსმენას გეგმავს.

პარლამენტის ბიურომ შესაბამისი განრიგი დაამტკიცა. განრიგის მიხედვით, პარლამენტი 15-18 თებერვალს მოუსმენს - ფინანსთა მინისტრს, 15-18 მარტს - შინაგან საქმეთა მინისტრს, 12-15 აპრილს - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, 10-13 მაისს - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს.

24-27 მაისს - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, 7-10 ივნისს - თავდაცვის მინისტრს. ასევე ექვსი მინისტრის მოსმენა იგეგმება საშემოდგომო სესიაზეც. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანო 20-23 სექტემბერს - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს მოუსმენს, 4-7 ოქტომბერს - ეკონომიკის მინისტრს, 18-21 ოქტომბერს - საგარეო საქმეთა მინისტრს, 1-4 ნოემბერს - იუსტიციის მინისტრს, 29-ნოემბერს ან 2 დეკემბერს - განათლებისა და მეცნიერების მინისტრს. 13-16 დეკემბერს კი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა