თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თინა ბოკუჩავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე - მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკური ნიშნით, პატიმრობაში იმყოფება - ივანიშვილი კორუმპირებულ მოსამართლეებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს

ნახვები: 545 თინა ბოკუჩავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე - მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკური ნიშნით, პატიმრობაში იმყოფება - ივანიშვილი კორუმპირებულ მოსამართლეებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მთავარი ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, პატიმრობაში იმყოფება. ივანიშვილი კორუმპირებულ მოსამართლეებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს. პოლიტიკური მართლმსაჯულების ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არასათანადო მოპყრობას განიცდის და შესაბამისს სამედიცინო დახმარებას მოკლებულია.

„ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ სხვა პოლიტპატიმრები რჩებიან უკანონო პატიმრობაში რუსეთში, ბელარუსში და ასევე საქართველოში, სადაც ავტორიტარული ხელისუფლება რუსი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კორუმპირებულ მოსამართლეებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, რომლის თავმჯდომარეც ახლა მე ვარ, მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, პატიმრობაში იმყოფება. ის არასათანადო მოპყრობას განიცდის და სათანადო სამედიცინო დახმარებას მოკლებულია. როგორც წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა განაცხადა, ის იმყოფება „გარემოში, რომელიც არის რეპრესიული, დამამცირებელი და არახელსაყრელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“.

დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების ადგილი არ არის. კრიტიკული ხმების ჩაგვრა ან განეიტრალება არის ის, რითაც ავტორიტარები ძლიერდებიან და ცდილობენ, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ძალაუფლება შეინარჩუნონ. სწორედ ამ ჩაგვრის გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას ცდილობს. თუმცა ეს სახიფათო ცვლილება შეიძლება ოქტომბრის საკვანძო არჩევნებით შეიცვალოს და კომიტეტის წევრებს და ზოგადად ასამბლეას მოვუწოდებ, საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ და აქტიურად ჩაერთონ იმ არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გადაწყვეტს.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა