კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ივანიშვილის ნებისმიერი მცდელობა, დასავლეთთან საქართველოს ბედით, ქართული დემოკრატიის, ქართველი ხალხის მომავლით ივაჭროს, განწირულია წარუმატებლობისთვის

ნახვები: 532 ზურაბ ჭიაბერაშვილი - ივანიშვილის ნებისმიერი მცდელობა, დასავლეთთან საქართველოს ბედით, ქართული დემოკრატიის, ქართველი ხალხის მომავლით ივაჭროს, განწირულია წარუმატებლობისთვის

რუსული ძალადობრივი რეჟიმის მდგომარეობა საერთაშორისო არენაზე ძალიან რთულია - ნებისმიერი მცდელობა ბიძინა ივანიშვილისა, დასავლეთთან ივაჭროს საქართველოს ბედით, ქართული დემოკრატიის, ქართველი ხალხის მომავლით, განწირულია წარუმატებლობისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს, რათა საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისკენ გზა გააგრძელოს.

„რუსული ძალადობრივი რეჟიმის მდგომარეობა საერთაშორისო არენაზე ძალიან რთულია. მათ ყველა შემობრუნების წერტილი გაიარეს და აღარანაირი ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“, ეს რუსული ძალადობრივი რეჟიმი, არ არსებობს და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მცდელობა ბიძინა ივანიშვილისა - დასავლეთთან, საქართველოს ბედით, ქართული დემოკრატიის, ქართველი ხალხის მომავლით ივაჭროს, იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის. ახლა დასავლეთში, ჩვენი მეგობრები ქართველი ხალხისგან გადაწყვეტილებას 26 ოქტომბერს ელოდებიან და ეს გადაწყვეტილება არის შემდეგი, რომ რეჟიმი უნდა წავიდეს, ივანიშვილი უნდა წავიდეს იმისათვის, რომ საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისკენ გზა გააგრძელოს“, განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა