პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

პეტრე ცისკარიშვილი - სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს, პირველი - სავიზო შეზღუდვები დაედოთ მათ, რომლებსაც ჯერ ასეთი შეზღუდვები არ აქვთ და მეორე, კიდევ უფრო მწვავე - ეს არის ფინანსური

ნახვები: 516 პეტრე ცისკარიშვილი - სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს, პირველი - სავიზო შეზღუდვები დაედოთ მათ, რომლებსაც ჯერ ასეთი შეზღუდვები არ აქვთ და მეორე, კიდევ უფრო მწვავე - ეს არის ფინანსური

სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს, პირველი - სავიზო შეზღუდვები დაედოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ ასეთი შეზღუდვები არ აქვთ და მეორე, კიდევ უფრო მწვავე - ეს არის ფინანსური. ჩვენი გასაკეთებელი იქნება 26 ოქტომბერს დიდი, მნიშვნელოვანი ცვლილება, იმისათვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ამ რუსული მარწუხებისგან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საქართველო ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს „ქართული ოცნებისგან“ და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან“.

„სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს, პირველი - სავიზო შეზღუდვები დაედოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ ასეთი შეზღუდვები არ აქვთ და მეორე კიდევ უფრო მწვავე - ეს არის ფინანსური სანქციები, რომელიც თავისთავად მოიაზრებს ქონებრივ ყადაღას და მათი აქტივების დაყადაღებას, ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების.

მაგრამ ჩვენთვის, ქართველებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის მთელი ამ სანქციების ისტორიაში სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანია და ეს არის ოქტომბრის არჩევნები - ჩვენ გვინდა თუ არა საქართველომ იცხოვროს ისეთი ხელისუფლების, ისეთი მთავრობის პირობებში, რომელიც სანქცირებულია დასავლეთის მხრიდან, რომელიც სანქციების ქვეშ არის შეერთებული შტატების მხრიდან, გვინდა თუ არა ასეთი მთავრობა გვყავდეს?

ჩვენი გასაკეთებელი 26 ოქტომბერს იქნება დიდი, მნიშვნელოვანი ცვლილება, იმისათვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ამ რუსული მარწუხებისგან, „ქართული ოცნებისგან“ და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან და ძალიან მკაფიოდ აიღოს გეზი დასავლეთისკენ, ევროინტეგრაციისკენ და გააღრმაოს სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან“, -განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა