პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ქართველი ხალხი მკაფიოდ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით-"ლელოს" წევრები კიევში გაფრინდნენ

ნახვები: 456 ქართველი ხალხი მკაფიოდ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით-"ლელოს" წევრები კიევში გაფრინდნენ

ის სამარცხვინო განცხადება, რომელიც მიიღო ქართულმა ოცნებამ, არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრს და ნებას, ამის სათქმელად მივდივართ - განაცხადა "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ უკრაინაში გამგზავრების წინ.

მეგობარი ქვეყნისთვის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოდან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კიევში მიემგზავრებიან.

"გზავნილი რითაც ჩვენ მივდივართ არის, რომ ქართველი ხალხი მკაფიოდ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით, მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ რუსეთი არის აგრესორი, მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ უკრაინის გამარჯვება პირდაპირ კავშირშია საქართველოს გამარჯვებასთან, უკრაინის თავისუფლება არის პირდაპირ გადაჯაჭვული საქართველოს თავისუფლებასთან" განაცხადა ხაზარაძემ.

მასთან ერთად კიევში გემგზავრა სალომე სამადაშვილიც.

გარდა "ლელოსი", უკრაინაში დღეს საღამოს გაფრინდება "დროა" და ელენე ხოშტარია, ხოლო ხვალ ენმ-ს დელეგაცია ხატია დეკანოიძის ხელმძღვანელობით.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა