კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ დაუშვილი პრემიერის მისამართით შეძახილებზე - როდესაც შენს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობ, შემდეგ ეს რეაქცია აღარ უნდა გაგიკვირდეს

ნახვები: 562 მიხეილ დაუშვილი პრემიერის მისამართით შეძახილებზე - როდესაც შენს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობ, შემდეგ ეს რეაქცია აღარ უნდა გაგიკვირდეს

როდესაც შენს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობ, შემდეგ ეს რეაქცია აღარ უნდა გაგიკვირდეს, - ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის” წევრი, მიხეილ დაუშვილი, გუშინდელ შემთხვევას, როდესაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღონისძიებაზე „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ გამოსვლას შეკრებილი ზოგიერთი გულშემატკივრის მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა.

მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ ქცევის შედეგია.

„როდესაც შენს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობ, შემდეგ ეს რეაქცია აღარ უნდა გაგიკვირდეს. ეს მოხდა გუშინ. ეს არის იმის შედეგი, როგორც იქცეოდა, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვე, იქცეოდა „ოცნება“. კობახიძეზე რა გითხრათ - რაც არის, ეგ არის.

ჩვენს მოქალაქეებს ძალიან კარგი ხედვა აქვთ, ვინ არის კატეგორიულად მიუღებელი და ვინ მისაღები ფიგურა.

საერთოდ, არანაირი ძალადობა უკვალოდ და უშედეგოდ არ ქრება. ეს არის იმ აგრესიისა და ძალადობის კონკრეტული შედეგი, რომელიც „ოცნებამ“ ჩვენი მოქალაქეების მიმართ განახორციელა. გუშინ ამის შედეგი დავინახეთ.

ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან სამწუხაროა. “ოცნება” რა დონემდე დაეშვა, რომ ეს ვნახეთ გუშინ და როგორი მიუღებელი გახდა ხალხისთვის", - განაცხადა დაუშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა