კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნათია თურნავამ ფინანსური ტექნოლოგიების მასშტაბურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ნახვები: 587 ნათია თურნავამ ფინანსური ტექნოლოგიების მასშტაბურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ციურიხში, ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე გამართულ მასშტაბურ ფორუმში Point Zero Forum მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები, რეგულატორები და ინდუსტრიის ლიდერები მონაწილეობდნენ. ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს ფინანსური ეკოსისტემის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობისთვის საჭირო უახლესი ინოვაციები გაუზიარეს.

"საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს პროაქტიული მარეგულირებელი პოლიტიკის განხორციელებას, უახლესი ფინტექ-ინფრასტრუქტურის განვითარებას და საერთაშორისო პარტნიორობის გაფორმებას ფინანსური ინოვაციების გასაძლიერებლად", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელზეც ფინანსური სერვისების განვითარებაში ინოვაციების მნიშვნელობასა და სებ-ის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„მან ასევე ხაზი გაუსვა სებ-ის როლს საქართველოს ფარგლებს გარეთ ფინტექ ეკოსისტემის პოპულარიზაციაში და ხაზი გაუსვა ქართული კომერციული ბანკების საერთაშორისო მიღწევებს, ტექნოლოგიურ მოქნილობასა და სერვისების ინოვაციურ, ექსპორტირებად ხასიათს.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველომ საკმაოდ განვითარებული ფინანსური სისტემა შექმნა, სადაც წამყვანი ბანკები რეგიონში ფართოვდებიან. მისივე თქმით, ქართული ბანკები ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან რეგისტრირებული, რაც აძლიერებს მათ საერთაშორისო სანდოობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა