თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დაგლას ჯონსი - უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტულ გზებს შესთავაზებენ

ნახვები: 461 დაგლას ჯონსი - უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტულ გზებს შესთავაზებენ

ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტის დროს უკრაინას შესთავაზებენ კონკრეტულ გზებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მომავალი გაწევრიანების დასაჩქარებლად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. გორდონ დაგლას ჯონსმა, „ამერიკის ხმის“ უკრაინულ სამსახურს განუცხადა.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ შემაჯამებელ დეკლარაციაში დადასტურებული იქნება ის, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ კონკრეტული ფორმულირება ჯერ კიდევ თანხმდება.

დაგლას ჯონსის განმარტებით, ალიანსი განიხილავს იმას, თუ როგორ დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში ახლა, როგორ შეაჩეროს რუსეთი მომავალში და როგორ მოამზადოს უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებისთვის.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში განაცხადა, რომ ვაშინგტონში სამიტზე ასევე მიწვეული არიან 35 პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის ისრაელის, ეგვიპტის, იორდანიის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრები.

შეგახსენებთ, ნატო-ს სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა