კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გია ვოლსკი - ხაბეიშვილი ძალიან მოკლე ჭკუით ცრუობს

ნახვები: 570 გია ვოლსკი - ხაბეიშვილი ძალიან მოკლე ჭკუით ცრუობს

ხაბეიშვილი ძალიან მოკლე ჭკუით ცრუობს და ყველამ კარგად იცის, რომ მისი ეს ლაპარაკი რეალობას არ უკავშირდება - ნურმაგომედოვთან შეხვედრა არაფრით განსხვავდება ნებისმიერ სხვა სპორტსმენთან შეხვედრისაგან , - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, რომელმაც გამაცხადა, რომ "სხვა ქვეყნიდან 300-500 კუნთმაგარი პირის ჩამოყვანა იგეგმება, რომლებიც არჩევნებზე თავ-პირს დაამტვრევენ ოპოზიციის მხარდამჭერებს".

ვოლსკის თქმით, ხაბეიშვილისთვის დამახასიათებელია ასეთი ზღაპრების მოგონება.

"მე არ ვფიქრობ, რომ ხაბეიშვილი უცხო რამეს ამბობს. მისთვის დამახასიათებელია ასეთი ზღაპრების მოგონება.

ნურმაგომედოვთან, გამოჩენილ სპორტსმენთან შეხვედრა არაფრით განსხვავდება ნებისმიერ სხვა სპორტსმენთან შეხვედრისაგან, რომელსაც კუნთიც მაგარი გააჩნია, თავიც გამოიჩინა და მით უმეტეს, დაპატიჟებული იყო ის აი, ამ ევროპულ უშველებენ ტურნირზე. კუნთმაგრობა არანაირად არ არის დაკავშირებული, რომ შეიძლება მაინცდამაინც აგრესიაზე იყოს ორიენტირებული მისი ყოფა და ცხოვრება. ჭკუასთან ახლოს არ არის, რასაც ამბობს ხაბეიშვილი. ხაბეიშვილი ტყუილს ამბობს, ცრუობს, მაგრამ ძალიან მოკლე ჭკუით ცრუობს და ყველამ კარგად იცის, რომ მისი ეს ლაპარაკი რეალობას არ უკავშირდება. განწყობა, აღქმები უნდა შექმნას ასეთი, მაგრამ საკმაოდ უნიჭოდ და მე არ ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას დაიჯერებს, მათ შორის, მისი მომხრეები," - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაახლოებული 300-500 პირის ჩამოყვანას გეგმავს.

ხაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნული პირები საარჩევნო უბნებთან ფიზიკური დაპირისპირებისთვის იქნებიან მობილიზებული.

ლევან ხაბეიშვილის თქმითვე, შესაძლოა სწორედ ეს საკითხი განიხილეს, UFC-ის ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვთან გერმანიაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე შეხვდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა