კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გორის კულტურის ცენტრში ბიტკოინების ქარხანას ამუშავებდა-დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ნახვები: 507 გორის კულტურის ცენტრში ბიტკოინების ქარხანას ამუშავებდა-დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ქვათაძემ, რომელიც სამსახურში ბიტკოინების ქარხანას ამუშავებდა, თანამდებობა დატოვა. მან შესაბამისი განცხადება უკვე დაწერა.

გიორგი ქვათაძეს მაინერები იმ საბიუჯეტო ორგანიზაციაში ჰქონდა დამონტაჟებული, რომლის თანამშრომლებსაც წლებია "ქართული ოცნების" ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე და დამოუკიდებელ მედიაზე ბრძოლის იარაღად იყენებს.

გორში სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2 დღის წინ ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამართალდამცველებმა გიორგი ქვათაძე დააკავეს. მასთან ერთად გამოკითხვაზე გადაიყვანეს ცენტრის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნებიც, თუმცა მოგვიანებით, ყველა მათგანი, მათ შორის ქვათაძეც გაათავისუფლეს.

კულტურის ცენტრში ბიტკოინების ქარხანა 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. ელექტროენერგიის გადასახადი თვეში 6 ათას ლარს აჭარბებდა, ჯამში კი ბიუჯეტმა 100 ათას ლარზე მეტი იზარალა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა