კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არ მჯერა ორ კვირაში დაწერილი ეკონომიკური გაბრწყინების გეგმების-ალეკო ელისაშვილი

ნახვები: 386 არ მჯერა ორ კვირაში დაწერილი ეკონომიკური გაბრწყინების გეგმების-ალეკო ელისაშვილი

მიხეილ სააკაშვილს თუ უნდოდა, პენსია 500 ლარი გაეხადა, მაგისთვის ცხრა წელი და აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდა, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკურ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, არ სჯერა ათ დღესა და ორ კვირაში დაწერილი ეკონომიკური განვითარების, აყვავების და გაბრწყინების გეგმების.

„მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკურ ხედვას არ გავცნობივარ, მაგრამ პირობას გაძლევთ, გულმოდგინედ წავიკითხავ. დოკუმენტი ვისი დაწერილიც არ უნდა იყოს, თუ რაიმე სასარგებლო იქნება, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, აუცილებლად გულმოდგინედ წავიკითხავ სააკაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად. ცოტა არ მჯერა, ათ დღესა და ორ კვირაში დაწერილი ეკონომიკური განვითარების, აყვავების და გაბრწყინების გეგმების, მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ, რადგან შეიძლება იქაც იყოს რაღაც რაციონალური. რასაც ყური მოვკარი, პენსია 500 ლარი გახდება უცებ, ეს არის წყალ-წყალა პოპულიზმი და მეტი არაფერი. თუ უნდოდა, პენსია 500 ლარი გაეხადა, მაგისთვის ცხრა წელი და აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდა. მას შეეძლო, პენსია 500 ლარიც გაეხადა და 500 000, მაგრამ არ მჯერა, რომ „ჰოპ" და ხვალ ყველაფერი კარგად იქნება.

კარგია, რომ პენსია 14 ლარიდან ასი გახდა. თუ გგონიათ, რომ რაც კარგი იყო, არ მომწონს, ძალიან ცდებით - თავის დროზე გაქანებული მიშისტი ვიყავი. მის მიმართ გული მაშინ გამებზარა და დამოკიდებულება შემეცვალა, როცა ვნახე, ასლან აბაშიძე რომ გარბოდა და როგორ გაძარცვეს მისი ქონება სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა - გიგი უგულავამ, ახალაიებმა, სანოძემ. ვნახე, როგორ გამოჰქონდათ ასლან აბაშიძისა და გიორგი აბაშიძის ქონება და იმ ქონებას როგორ იტაცებდნენ. მაშინ ახალი ხელისუფლება იყო და ძალიან აღტაცებული ვიყავით იმით, რომ ასლან აბაშიძე გააქცია. ამით უბედნიერესი ვიყავი, მაგრამ მერე დავრჩი თვე ნახევარი მივლინებით, ჟურნალისტი ვიყავი და ვნახე შემზარავი ფაქტები, როგორ ძარცვავდენენ სოსო გოგიტიძის კაბინეტს, ასლან აბაშიძის კაზინოს და ჭურჭელი გაჰქონდათ. ეს მოყოლილიც მაქვს და ჩვენებასაც მივცემ, თუ გამოძიება დაიწყება", - განაცხადა ელისაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა