კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ სირცხვილის ჩამორეცხვა მხოლოდ დიდი ერთიანობითაა შესაძლებელი

ნახვები: 551 გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ სირცხვილის ჩამორეცხვა მხოლოდ დიდი ერთიანობითაა შესაძლებელი

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობის“ ფარგლებში გეგმავენ, რომ მთელი საქართველო მოიარონ და ერთიანობაში მთელი საქართველო ჩართონ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ სირცხვილის ჩამორეცხვა მხოლოდ დიდი ერთიანობითაა შესაძლებელი.

„გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და ჩვენ ერთიანობას სტარტი მივეცით.ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთიანობას ახალ ადამიანებთან ერთად, ერთიანობას პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ერთიანობას მოქმედ პარლამენტარებთან ერთად, ერთიანობას რაც მთავარია ხალხთან ერთად იმისთვის, რომ საქართველომ გაიმარჯვოს.

ვფიქრობ, რომ გუშინ ძალიან მაგარი დღე იყო, ძალიან საინტერესო ადამიანები წარვუდგინეთ საზოგადოებას, რომლებმაც პირველად გადადგეს ნაბიჯი პოლიტიკისკენ და რაც მთავარია ჩვენ კარს ვუღებთ აბსოლუტურად ყველას, დიდი ერთიანობით, ეროვნული ერთიანობით.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ დიდი სირცხვილი უნდა ჩამოვირეცხოთ. „ქართული ოცნება“ არის საქართველოს სირცხვილი და ეს სირცხვილი უნდა ჩამოვირეცხოთ და ეს შეგვიძლია დიდი ერთიანობით მოვახდინოთ.

ჩვენ კამპანიას სტარტი მივეცით, ვაპირებთ მთელი საქართველო მოვიაროთ, კარდაკარ ვიაროთ და ამ ერთიანობაში ჩავრთოთ მთელი საქართველო იმიტომ რომ მთავარი ერთიანობა უნდა იყოს ხალხთან, რისთვისაც ეს ყველაფერი გავაკეთეთ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა