კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკოლოზ სამხარაძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ წარსულში ჩაიხედონ

ნახვები: 391 ნიკოლოზ სამხარაძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ წარსულში ჩაიხედონ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანის შემოშვება-არშემოშვების თემაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი სტრუქტურები, შსს და სუს-ი იღებენ.

სამხარაძის თქმით, რუს პოლიტიკოს დმიტრი გუდკოვთან დაკავშირებით აჟიოტაჟი უსაფუძვლოა.

რამდენიმე დღის წინ, გუდკოვმა სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა, რომ ის საქართველოში არ შემოუშვეს.

„ცოტა გაუგებარია. ნებისმიერი ადამიანის ქვეყანაში შემოშვება-არშემოშვების თემაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სტრუქტურები, შსს და სუს-ი. ეს ყველა ქვეყანაში ასეა. გუდკოვი მანამდე იყო დუმის წევრი, იმ დუმისა, რომელმაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობაც აღიარა. ამიტომ, აქ აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ვხედავ.

აქვე, როდესაც ნავალნის მომხრე ოპოზიციონერის შემოშვება-არშემოშვებაზე არის ხოლმე ლაპარაკი, მინდა, გაგახსენოთ, 2008 წელს ნავალნიმ რა უწოდა ქართველებს და ამის შემდეგ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ საქართველოსადმი მის დამოკიდებულებებზე. მედალს ორი მხარე აქვს და მოვუწოდებდი ყველას, ასევე მედიასაშუალებებს, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა, თავდაპირველად გავითვალისწინოთ საქართველოს ინტერესები და როდესაც რომელიმე პოლიტიკოსზე ვსაუბრობთ, ჩავიხედოთ წარსულში, ვის რა აქვს ნათქვამი საქართველოზე, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა