კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე - საქართველოს პარლამენტი, ალბათ, ერთადერთია მსოფლიოში, სადაც მმართველი უმრავლესობიდან ყოველ მეორე წევრს პერსონალური ავტომობილი ემსახურება

ნახვები: 546 რომან გოცირიძე - საქართველოს პარლამენტი, ალბათ, ერთადერთია მსოფლიოში, სადაც მმართველი უმრავლესობიდან ყოველ მეორე წევრს პერსონალური ავტომობილი ემსახურება

საქართველოს პარლამენტი, ალბათ, ერთადერთია მსოფლიოში, სადაც მმართველი უმრავლესობიდან პარლამენტის ყოველ მეორე წევრს პერსონალური ავტომობილი ემსახურება - პერსონალური მანქანების საბჭოთა გადმონაშთი უნდა მოისპოს, - ასე ეხმაურება ახალი ავტომობილების შეძენაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე.

გოცირიძის ინფორმაციით, 83 წევრისგან შემდგარ უმრავლესობას 44 პერსონალური მანქანა ემსახურება. მისივე თქმით, ერთადერთ ოპოზიციურ ფრაქციას, „ნაციონალურ მოძრაობას” 2 ავტომობილი ემსახურება.

„ავტომობილები ცვდება და მათი გამოცვლა რომ საჭიროა, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ის, რაც საქართველოს პარლამენტში ხდება ყოველგვარ ზნეობრივ თუ ფინანსურ ლოგიკასაა მოკლებული. ეს ხდება მაშინ, როდესაც ნოემბრის თვიდან პარლამენტის რიგითი წევრის ხელფასი ორმაგდება და იგი 8 ათასი ლარი ხდება, ხოლო თანამდებობების მქონე დეპუტატების ხელფასი კიდევ უფრო მეტად იზრდება, რაც ზოგ შემთხვევაში 10 ათას ლარსაც კი აჭარბებს.

პერსონალური მანქანების საბჭოთა გადმონაშთი უნდა მოისპოს. ასეა ყველ სამინისტროში და სახელმწიფო დაწესებულებაში. ეს მით უფრო მიუღებელია ისეთი ქვეყნისათვის, რომლის მოსახლეობის მეოთხედი სიღატაკის გამო ან სახელმწიფო სოციალურ დახმარებას იღებს ან მისი მიღების რიგში დგას“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა