კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯო ბაიდენი - მადლობელი ვარ, რომ დონალდ ტრამპი სროლის შემდეგ კარგად არის - ვლოცულობ მისთვის

ნახვები: 545 ჯო ბაიდენი - მადლობელი ვარ, რომ დონალდ ტრამპი სროლის შემდეგ კარგად არის - ვლოცულობ მისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარ სროლას ეხმაურება და აცხადებს, რომ მადლობელია, რომ ტრამპი კარგადაა.

„ინფორმირებული ვარ პენსილვანიაში დონალდ ტრამპის შეხვედრაზე მომხდარი სროლის შესახებ. მადლობელი ვარ, რომ გავიგე, რომ ის უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს. ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის და ყველა მათთვის, ვინც შეხვედრაზე იყო. ჯილი და მე მადლობელი ვართ საიდუმლო სამსახურის, რომ ის უსაფრთხოდაა. ამერიკაში ამ ტიპის ძალადობის ადგილი არ არის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა დავგმოთ ის“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი ​​ მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა