კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ემანუელ მაკრონი პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალის გადადგომის თხოვნას დაეთანხმა

ნახვები: 528 ემანუელ მაკრონი პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალის გადადგომის თხოვნას დაეთანხმა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალისა და მისი მინისტრთა კაბინეტის გადადგომაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა, მთავრობა ამჟამინდელი შემადგენლობით მუშაობას მინისტრთა ახალი კაბინეტის დანიშვნამდე გააგრძელებს.

„იმისათვის, რომ ეს პერიოდი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, რესპუბლიკის პოლიტიკურმა ძალებმა ერთად უნდა იმუშაონ და შექმნან ერთიანი ფრონტი იმ პროექტებისა და გადაწყვეტილებების ირგვლივ, რომლებიც ფრანგი ხალხის ინტერესებში იქნება“, - ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში. .

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს თანამდებობის დატოვების თხოვნით 8 ივლისს მიმართა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტულმა ბლოკმა მეორე ადგილი დაიკავა და ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა დაკარგა. თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაშინ ატალის ეს თხოვნა არ მიიღო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა