კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ლელო“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ

ნახვები: 457 „ლელო“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ

პარტია "ლელო" ანა დოლიძის პარტიასთან "ხალხისთვის" და მოძრაობასთან "თავისუფლების მოედანი" საარჩევნოდ გაერთიანდა.

ოპოზიციური ერთობის პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა. პრეზენტაციის მსვლელობისას "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტნიორი პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა წარადგინა.

"იქნება უფრო დიდი გაერთიანება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაფართოებულები წარვდგებით საზოგადოების წინაშე", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.

ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ძალების გაერთიანება პოლიტიკურ ველზე ახალ მიზიდულობის ცენტრს შექმნის.

„ახლა და აქ, ევროპის მოედანზე, იწყება ნამდვილი ერთობა, ნამდვილი ერთობა ევროპისთვის. ახლა და აქ იწყება ახალი ძალის ნამდვილი, ღირსეული, პროფესიონალი, გამოცდილი პოლიტიკოსების ერთობა და ბრძოლის წამოწყება. ამ პროცესში ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი“, - განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

ამასთან, პარტია „ლელოს“ ლიდერებმა ახალი გაერთიანების პრეზენტაციისას აღნიშნეს, რომ გაერთიანების კარი სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისთვის და აქტიური ადამიანებისთვის ღიაა, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტი და სარეფერენდუმო მნიშვნელობა ექნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა