კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თინა ბოკუჩავა - აშშ-საქართველოს ურთიერთობები არა მხოლოდ წინანდელ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, არამედ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს

ნახვები: 557 თინა ბოკუჩავა - აშშ-საქართველოს ურთიერთობები არა მხოლოდ წინანდელ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, არამედ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს

აშშ-საქართველოს ურთიერთობები არა მხოლოდ წინანდელ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, არამედ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც მოხდება, როდესაც 26 ოქტომბრის არჩევნებში ივანიშვილის ხელისუფლება პროამერიკული, პროდასავლური კოალიციური დემოკრატიული ხელისუფლებით ჩანაცვლდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია აშშ-ში ვიზიტს აგრძელებს. „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული ყრილობის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის დელეგაციის წევრებთან ერთად, კონგრესმენებთან, სენატორებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია ვიმყოფებით მილუოკში, რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე, სადაც დონალდ ტრამპი ოფიციალურად დასახელდება, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც საქართველოდან პარტიული წარმომადგენლობით მხოლოდ ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის საქართველოს ურთიერთობები არა მხოლოდ წინანდელ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც მოხდება 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება და ივანიშვილის ხელისუფლება ჩანაცვლდება პროამერიკული, პროდასავლური კოალიციური დემოკრატიული ხელისუფლებით”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა