Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

გიორგი ვაშაძე - მივესალმებით სხვა ოპოზიციური პარტიების გადადგმულ ნაბიჯებს გაერთიანებებისკენ

ნახვები: 606 გიორგი ვაშაძე - მივესალმებით სხვა ოპოზიციური პარტიების გადადგმულ ნაბიჯებს გაერთიანებებისკენ

მივესალმები ყველა პოლიტიკურ, პროდასავლურ კონსოლიდაციას, გაერთიანებას, ეს მათი გადასაწყვეტია, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია“ აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ „ლელო“ „განაცებისგან“ უნდა გადაარჩინოს.

ვაშაძის თქმით, ის, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდოდა, არ მოხდება და ოპოზიციის ხმები 5%-ს ქვემოთ არ დარჩება.

„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ „ერთიანობის“ გაერთიანება, მოძრაობა, რომელიც ყველაზე აქტიურად ერთვება საარჩევნო კამპანიაში, ასი დღის განმავლობაში ვაპირებთ მუშაობას. მივესალმებით სხვა ოპოზიციური პარტიების გადადგმულ ნაბიჯებს გაერთიანებებისკენ და დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ის, რაც ივანიშვილს უნდოდა, რომ ოპოზიციური ხმები 5%-ს ქვემოთ დაკარგულიყო, არ მოხდება. ეს არის ამოცანა, რომელიც ყველას გვაქვს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მას „ლელოს“ განაცებისგან“ გადარჩენა სურს. „ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, „არანაცური“ და „არაოცნებური“ ძალები როგორ იქნებიან პარლამენტში წარმოდგენილი. მერწმუნეთ, ბევრი მიმუშავია და კიდევ ბევრს ვიმუშავებ იმისთვის, რომ როგორმე „ლელო“ „განაცებისგან“ გადავარჩინოთ, მე ამას არც ვმალავ“, - განაცხადა გახარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა