კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პეტრე ცისკარიშვილი - კობახიძე ცდილობს დასავლელ პარტნიორებთან რაღაც ტიპის დიალოგები ააწყოს და თავის ამომრჩეველს მოაჩვენოს, რომ მოკვეთილები არ არიან დასავლეთიდან

ნახვები: 578 პეტრე ცისკარიშვილი - კობახიძე ცდილობს დასავლელ პარტნიორებთან რაღაც ტიპის დიალოგები ააწყოს და თავის ამომრჩეველს მოაჩვენოს, რომ მოკვეთილები არ არიან დასავლეთიდან

კობახიძე ცდილობს, რომ დასავლელ პარტნიორებთან რაღაც ტიპის დიალოგები ააწყოს, რომ თავის ამომრჩეველს მოაჩვენოს, რომ მოკვეთილები არ არიან დასავლეთიდან. რას უმტკიცებს თავის ამომრჩეველს, რომ ბრიტანეთის ვიზა აქვს? ამის დემონსტრირებას ახდენს, სხვას მეტს ვერაფერს, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტს დიდ ბრიტანეთში.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიზანია დასავლეთს დაუპირისპირდნენ, რადგან „ბატონი კრემლში“ ასიამოვნონ.

მისივე თქმით, ვიზიტი სადაც არ უნდა განხორციელდეს, მათ საუბარს არავინ არაფრად ჩააგდებს, სანამ მისივე შეფასებით, ქვეყანაში ავტოკრატია დემოკრატიით არ ჩანაცვლდება.

„დასავლეთი არის უსაფრთხოებაზე, გეოპოლიტიკაზე, დიდ მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე ფოკუსირებული, მაგრამ მათთვის ასევე მნიშვნელოვანია ღირებულებები, ფასეულობები, კანონის უზენაესობა და დემოკრატია. ჩვენ კი რას ვასხივებთ აქედან? არც დემოკრატია გვაქვს, არც კანონის უზენაესობა, არც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სულ ახლახან მიიღეს „რუსული კანონი“, გეოპოლიტიკურად დასავლეთთან პარტნიორობის ნაცვლად, ჩაეხუტნენ რუსეთს და ასეთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და წარმომადგენელი ცდილობს, რომ დასავლელ პარტნიორებთან რაღაც ტიპის დიალოგები ააწყოს, რომ თავის ამომრჩეველს მოაჩვენოს, რომ მოკვეთილი დასავლეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ არიან. რას უმტკიცებს თავის ამომრჩეველს, რომ ბრიტანეთის ვიზა აქვს? ამის დემონსტრირებას ახდენს, სხვას მეტს ვერაფერს. სინამდვილეში ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი, არანაირი პრინციპული ცვლილებები არ იქნება და ესენი „რუსული კანონის“ გამწვევები არ არიან, რადგან მათ მიიღეს ფუნდამენტური გადაწყვეტილება, მათი პოლიტიკური მიზანი და ამოცანაა, რომ დაუპირისპირდნენ დასავლეთს, რათა ასიამოვნონ თავისი ბატონი კრემლში. აქედან გამომდინარე, სადაც არ უნდა განახორციელოს ვიზიტი, მის საუბარს არავინ არაფრად არ ჩააგდებს, სანამ ქვეყანაში არ შეიცვლება ავტოკრატია დემოკრატიით და ამ რეჟიმის პირობებში ეს არის შეუძლებელი, ამიტომ 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ცვლილებები აუცილებელია. „ოცნების“ რეჟიმი უნდა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი კურსის შეცვლა და დაბრუნება ისევ ევროპულ ვექტორზე“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა