კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - ჩვენ არ გვინდა „მხოლოდ“ და „ოღონდ“ წევრობა და ყველაფერი წაუღია წყალს - ჩვენ გვინდა მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით შევიდეთ ევროკავშირში

ნახვები: 475 შალვა პაპუაშვილი - ჩვენ არ გვინდა „მხოლოდ“ და „ოღონდ“ წევრობა და ყველაფერი წაუღია წყალს - ჩვენ გვინდა მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით შევიდეთ ევროკავშირში

ჩვენ არ გვინდა „მხოლოდ“ და „ოღონდ“ წევრობა და ყველაფერი წაუღია წყალს. ჩვენ გვინდა მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით შევიდეთ ევროკავშირში, არც ერთს, ამ სამი კომპონენტიდან საფრთხე არ უნდა შეექმნას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების გახსნის დროს, მართალია საქართველო უკრაინას ჩამოტოვეს, თუმცა შესრულებული ამოცანებით საქართველო ბერად წინ წავიდა და უკრაინას დაელოდა შემდგომ, რომ ვიზალიბერალიზაცია მიეღო ქვეყანას.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არავის უჩუქებია საქართველოსთვის და ეს ყველაფერი მათი ძალისხმევის შედეგი იყო.

„ამ 12 წლის განმავლობაში, როცა ოპოზიციამ ერთ წამითაც არ დაიხიეს ამ თავისი ნარატივისგან, ჩვენ მივიღეთ ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი. ეს მივიღეთ არა მხოლოდ შიგნით წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ შორის ევროპის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ ეს ასოცირების შეთანხმება კი არ გვაჩუქა ვინმემ, ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკება სამი წლით გვიან დაიწყეს საქართველოსთან, მათ უკრაინას ჩამოგვარჩინეს.

სამი წელი ველოდით ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკების გახსნას. საბოლოო ჯამში უკრაინის დალოდება ჩვენ მოგვიწია, ვინაიდან წინ წავედით შესრულებული ამოცანებით. ეს ყველაფერი არავის უჩუქებია ჩვენთვის, ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენი ძალისხმევით, მათ შორის, პოლიტიკური მიდგომებით, სხვადასხვა ქვეყანასთან და პარტნიორთან მუშაობით. წინააღმდეგობა დიდი იყო და ამ წინააღმდეგობას გადალახვა სჭირდებოდა, ზუსტად ასე იქნება ახლაც.

ახლა არის გარკვეული კონტექსტი და კონიუნქტურა, რომელიც შექმნილი არის, ვხედავთ ჩვენ, მათ შორის,უკრაინაში მიმდინარე ომი არის ამის ერთ–ერთი განმაპირობებელი. როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ ინტეგრაციაზე, აქაც არსებობს მოლოდინი და მოთხოვნა საქართველოს მიმართ, რომ მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს, რაც თავის თავში გულისხმობს სანქციებს, მათ შორის, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

ჩვენ აქ ვამბობთ, რომ არ შეიძლება ჩვენ ჩვენს ევროპულ კურსს გადავაყოლოთ ამ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. ჩვენ არ გვინდა „მხოლოდ“ და „ოღონდ“ წევრობა და ყველაფერი წაუღია წყალს. ასე არ შეიძლება მიდგომა, ვინაიდან ჩვენ გვინდა მშვიდობით შევიდეთ ევროკავშირში, თორემ არსობებს სხვა მოკლე გზები. კონფლიქტებითაც შეიძლება იყოს ეგ გზები. ჩვენ გვინდა მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით შევიდეთ. არც ერთს ამ სამი კომპონენტიდან საფრთხე არ უნდა შეექმნას, ისე უნდა შევიდეთ ევროკავშირში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემა ,,იმედი LIVE’’ ეთერში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა