კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გია ჯაფარიძე - ივანიშვილის პარტია საქართველოს მოქალაქეებს უპერსპექტივობისათვის სწირავს

ნახვები: 538 გია ჯაფარიძე - ივანიშვილის პარტია საქართველოს მოქალაქეებს უპერსპექტივობისათვის სწირავს

იმ სიტუაციაში, როდესაც შეჩერებულია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, შეჩერებულია ევროპის მხრიდან ფინანსური ნაკადები, რომელსაც წლების განმავლობაში იღებდა საქართველო, არსებობს საფრთხე, რომ პროექტები, რომელიც სკოლების რეაბილიტაციას და ზოგადად განათლების სისტემას შეეხება, შეჩერდეს,- ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ივანიშვილის პარტია საქართველოს მოქალაქეებს უპერსპექტივობისათვის სწირავს“.

„აქ ახლა წესით უნდა იყოს მეოთხე საჯარო სკოლა, რომელიც დაანგრიეს და უნდა აეშენებინათ, მაგრამ აშენებული კი არა, დაწყებულიც არ აქვთ. ევროპული ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილია დაახლოებით ასი მილიონი ლარი, რომელიც უნდა მოხმარებოდა ასი სკოლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. პროექტი უნდა დასრულებულიყო 2021-2022 წლებში. ეს საშუალებას მისცემდა დაახლოებით 16 ათას ბავშვს, რომ რეაბილიტირებულ ახალ სკოლაში დაეწყოთ სწავლა. პროექტი არის შეჩერებული. იმ სიტუაციაში, როდესაც ევროპის კავშირთან გაუარესებულია ურთიერთობები, როდესაც ევროპის კავშირს დაწყებული აქვს საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა, შეჩერებულია გაწევრიანების პროცესი, შეჩერებულია ევროპის მხრიდან ფინანსური ნაკადები, რომელსაც წლების განმავლობაში იღებდა საქართველო, არსებობს იმის საფრთხე, რომ პროექტები, რომელიც შეეხება სკოლების რეაბილიტაციას და ზოგადად განათლების სისტემას, შესაძლებელია იყოს შეჩერების საფრთხის ქვეშ. ეს არის “ოცნების” პოლიტიკა. ნაცვლად იმისა, რომ “ქართული ოცნება” ზრუნავდეს განათლებაზე, განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე, სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე, ამის ნაცვლად, ისინი სწირავენ საქართველოს მოსახლეობას უპერსპექტივობისთვის. ნაცვლად იმისა, რომ დაესრულებინათ ეს პროექტები, ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” სულ უფრო და უფრო აშორებს საქართველოს ევროპულ დახმარებას, ევროპულ ფინანსებს, რომლითაც ეს პროექტები უნდა ყოფილიყო განხორციელებული“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა