კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე სამადაშვილი - ფიქრობენ, ამნისტიის კანონს გამოიყენებენ წინასაარჩევნოდ, რომ რამდენიმე ათასი ხმა გამოივაჭრონ

ნახვები: 580 სალომე სამადაშვილი - ფიქრობენ, ამნისტიის კანონს გამოიყენებენ წინასაარჩევნოდ, რომ რამდენიმე ათასი ხმა გამოივაჭრონ

ფიქრობენ, ამნისტიის კანონს გამოიყენებენ წინასაარჩევნოდ, რომ რამდენიმე ათასი ხმა გამოივაჭრონ - ასეთ გაუბედურებულ დღეშია მამუკა მდინარაძის პარტია ელექტორალურად, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე ათასი ხმის გამოვაჭრების მიზნით ჩატარებულ ამნისტიას არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება.

"სამარცხვინოა ეს ხელისუფლება, რომელიც დადის და ხალხს ეუბნება, რომ თურმე, 60% აქვს მხარდაჭერა. ამ დროს თვითონ იციან, რომ აღარავინ აპირებს მათთვის ხმის მიცემას და ახლა გადასული არიან იმაზე, რომ ფიქრობენ, ამნისტიის კანონს გამოიყენებენ წინასაარჩევნოდ, რომ გამოივაჭრონ რამდენიმე ათასი ხმა. ასეთ გაუბედურებულ დღეშია მამუკა მდინარაძის პარტია, რეალურად, ელექტორალურად. ერთი რამ შემიძლია ვთქვა - რა თქმა უნდა, ამნისტია არის ჰუმანური აქტი. ლაპარაკი იმაზე, რომ რაიმე აქვს საერთო ჰუმანურობასთან "რუსულ რეჟიმს", რომელიც ქართველ ახალგაზრდებს პარლამენტის გარშემო, ქუჩა-ქუჩა დასდევდა და უმოწყალოდ სცემდა... მე მგონი, ყველას ესმის, ვისთან გვაქვს ჩვენ საქმე - დაუნდობელ "რუსულ რეჟიმთან". რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ხალხს და მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა. 12 წელიწადი ჰქონდა, "რუსულ რეჟიმს", რომ ეს რეფორმა განეხორციელებინა, მაგრამ ვნახეთ, სადაც მიიყვანეს ქვეყანა, ამიტომ ახლა წინასაარჩევნოდ, რამდენიმე ათასი ხმის გამოვაჭრების მიზნით ჩატარებულ ამნისტიას, არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება," - განაცხადა სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა