პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

პეტრე ცისკარიშვილი - 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ამ ხელისუფლებას სახლში გაისტუმრებს

ნახვები: 588 პეტრე ცისკარიშვილი - 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ამ ხელისუფლებას სახლში გაისტუმრებს

26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ამ ხელისუფლებას სახლში გაისტუმრებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.

ცისკარიშვილის თქმით, მოლოდინი არ აქვთ იმისა, რომ მომხდართან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„ჩვენს სახელმწიფოში სამწუხაროდ არის მოცემულობა, რომ კანონი არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის ერთგულები და პოლიტიკურად აფილირებულები არიან. მათ შეუძლიათ ნებისმიერი დანაშაული ჩაიდინონ, ძალადობრივი იქნება ეს თუ კორუფციული, მათ კანონი პასუხს არ მოსთხოვს, რადგან ისინი პოლიტიკურად ეხმარებიან, მხარს უჭერენ, ხმებს უგროვებენ და არჩევნებში გამარჯვებაში ეხმარებიან „ოცნებას“. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი და ილუზია, რომ სამართლებრივად რაღაც გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, მართლმსაჯულება იზეიმებს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ვიცით, რომ რომ საგარეჯოში, თავს დაესხნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, აქტივისტებს და იქ შეკრებილ ხალხს. ზონდერები დასდევდნენ, სცემდნენ და ასახიჩრებდნენ ახალგაზრდებს, ზოგს სადარბაზოებთან უსაფრდებოდნენ, ზოგს იქვე ადგილზე უსწორდებოდნენ ფიზიკურად. 26 ოქტომბერს ყველა ამ ადამიანს ერთად გასცემს პასუხს ქართველი ხალხი და ამ ხელისუფლებას გაისტუმრებს სახლებში.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა