კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია რუსებს ჩვენი მიწის 30% ვაჩუქოთ

ნახვები: 547 ვოლოდიმირ ზელენსკი - ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია რუსებს ჩვენი მიწის 30% ვაჩუქოთ

უკრაინა ცდილობს გადაარჩინოს თავისი მოქალაქეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის მზადყოფნას, თავისი ტერიტორიის მესამედი აგრესორს დაუთმოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენთვის, წაგება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაკარგვას. ვიღაც ამბობს: „რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი - ტერიტორია თუ ხალხი?" როგორ შეიძლება ასე შედარება? ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია მათ (რუსებს) ჩვენი მიწის 30% ვაჩუქოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აგრესორთან კონფლიქტის გაყინვა ომიდან კარგი გამოსავალი არ არის.

„ვინ გითხრა რომ უფრო შორს არ წავლენ? ვინ თქვა, რომ გაყინული კონფლიქტი იმუშავებს? ის უკვე გაყინული იყო. ვინ თქვა, რომ პუტინს არ სურს ჩვენი განადგურება? მას სურს ეს. მას უბრალოდ სურს, რომ საბჭოთა კავშირი კვლავ დაბრუნდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა