პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ უხერხემლო პროპაგანდა, თითქოს, დონალდ ტრამპის ძალაუფლებაში მოსვლა აშშ-ის პოლიტიკის შეცვლას ნიშნავს, რუსული ცრუ პროპაგანდაა - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უცვლელი დარჩება

ნახვები: 568 ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ უხერხემლო პროპაგანდა, თითქოს, დონალდ ტრამპის ძალაუფლებაში მოსვლა აშშ-ის პოლიტიკის შეცვლას ნიშნავს, რუსული ცრუ პროპაგანდაა - საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უცვლელი დარჩება

„ქართული ოცნების“ უხერხემლო პროპაგანდა, თითქოს, დონალდ ტრამპის ძალაუფლებაში მოსვლა ნიშნავს შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლას ისეთი ანტიდემოკრატიული რეჟიმების მიმართ როგორიც “ქართული ოცნებაა,” ეს არის რუსული ცრუ პროპაგანდა, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, საპრეზიდენტო რბოლაში, რესპუბლიკელების კანდიდატი გაიმარჯვებს თუ დემოკრატების კანდიდატი შეერთებული შტატების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ უცვლელი დარჩება.

„ჯო ბაიდენის განცხადებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის საკუთარ კანდიდატურას მოხსნის და მხარს დაუჭერს კამალა ჰარისის კანდიდატურას. მთავარი არის ერთი რამ, მიუხედავად იმისა, რესპუბლიკელების კანდიდატი გაიმარჯვებს თუ დემოკრატების კანდიდატი საპრეზიდენტო რბოლაში, შეერთებული შტატების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ დარჩება უცვლელი. შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას, ყოველთვის იქნება ქართველი ხალხის გვერდით.

"ქართული ოცნების" უხერხემლო პროპაგანდა, რომელიც ემსახურება ადამიანების შეცდომაში შეყვანას თითქოს, რესპუბლიკელების კანდიდატის დონალდ ტრამპის ძალაუფლებაში მოსვლა ნიშნავს შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლას ისეთი ანტიდემოკრატიული რეჟიმების მიმართ როგორიც არის “ქართული ოცნება” ეს არის რუსული ცრუ პროპაგანდა.

შეერთებული შტატების დამოკიდებულება ასევე უცვლელი იქნება რუსეთის მიმართ იმიტომ, რომ რუსეთში არის კორუმპირებული, ავტოკრატიული რეჟიმი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ "მეგობარი აქტი", რომელიც ახლა განიხილება კონგრესში, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ დაინიცირდა და ეს აქტი გულისხმობს "ქართული ოცნების" წამყვანი პირების მიმართ მკაცრ ფინანსურ და სხვა ტიპის სანქციებს. შეერთებული შტატები ყოველთვის იქნება ძალიან კატეგორიული ანტიდემოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით“, - წერს ჯაფარიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა