კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალექსანდრ სოროსი - დროა, ყველანი გავერთიანდეთ კამალა ჰარისის გარშემო და დავამარცხოთ დონალდ ტრამპი

ნახვები: 591 ალექსანდრ სოროსი - დროა, ყველანი გავერთიანდეთ კამალა ჰარისის გარშემო და დავამარცხოთ დონალდ ტრამპი

დროა, ყველანი გავერთიანდეთ კამალა ჰარისის გარშემო და დავამარცხოთ დონალდ ტრამპი, გაუმარჯოს ამერიკულ ოცნებას! - ამის შესახებ ჯორჯ სოროსის ვაჟი, ალექსანდრ სოროსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ის არის საუკეთესო და ყველაზე კვალიფიციური კანდიდატი, რომელიც ჩვენ გვყავს. გაუმარჯოს ამერიკულ ოცნებას!“ - აცხადებს ალექს სოროსი.შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის და მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის წარდგენას „დემოკრატების“ კანდიდატად წარდგენას.

შეგახსენებთ, 

აშშ-ის დემოკრატიული კომიტეტების ასოციაციის ცნობით, დემოკრატიული პარტიის ლიდერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საპრეზიდენტო კანდიდატად ჯო ბაიდენის კამალა ჰარისით ჩანაცვლებას.

„ვამაყობ იმით, რომ შტატების პარტიის თავმჯდომარეები, ვიცე-თავმჯდომარეები და აღმასრულებელი დირექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით აბსოლუტურად გაერთიანებულნი არიან ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის უკან“, - აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე კენ მარტინი X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მისივე განმარტებით, პარტიის ლიდერები ყველა დონეზე არჩევნებში გამარჯვების წინა ხაზზე არიან.

„ეს შტატების პარტიის ლიდერები ყველა დონეზე არჩევნებში გამარჯვების წინა ხაზზე არიან და იციან, რომ ამ არჩევნების ფსონები არ შეიძლება იყოს უფრო მაღალი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კენ მარტინი ხაზს უსვამს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ვიცე-პრეზიდენტ ჰარისზე უფრო კვალიფიციური არავინ არსებობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა