კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

ნახვები: 578 ირაკლი კობახიძე - ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

სურთ, მინიმუმ 40-50 დეპუტატით იყოს წარმოდგენილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში. ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - ასე აფასებს პრემიერი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც ის „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციაში ხედავენ, რომ ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას.

„იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობამ“რაღაცნაირად მოახერხოს მეტი დეპუტატის გარშემო ოპოზიციური ერთობის შეკვრა, მის ინტერესშია შედარებით მეტმა „ნაცმოძრაობის“ ფილიალმა გადალახოს ბარიერი. ამიტომ მოუწოდებს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე სხვა „ნაციონალებს“, როგორებიც არიან ხაზარაძე, გახარია და სხვები, რომ გაერთიანდნენ. სურთ, მინიმუმ 40-50 დეპუტატით იყოს წარმოდგენილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში, ამისთვის სჭირდებათ მათ იმ პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, რომელიც ვერ ლახავენ 5%-იან ბარიერს.

ჩვენ, დღევანდელი მოცემულობით, გვაქვს დაახლოებით 60%-იანი მაჩვენებელი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, რა თქმა უნდა, საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება, საერთო კონფიგურაცია არის ის, რომ ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - აღნიშნა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისი განმარტებით, ქვეყანას ერთიანობა გადაარჩენს, რადგან დღეს საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

„ბოლო კომპონენტია დარჩენილი, გახარია-"ლელოს". ორივე პოლიტიკურ ჯგუფს გაერთიანებისკენ მოვუწოდებ. გაერთიანდით, ჯერ კიდევ დრო არის. ეს საერთო საქმისთვის კარგი იქნება“,- მიმართა ვაშაძემ პარტიებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა