კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სუს-ში დაბარებულები პირებიდან კონსტანტინე ჯღამაიამ უწყებაში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

ნახვები: 572 სუს-ში დაბარებულები პირებიდან კონსტანტინე ჯღამაიამ უწყებაში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

ტერორიზმის მომზადებისა და ამბოხის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებულები პირებიდან კონსტანტინე ჯღამაიამ უწყებაში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

როგორც ჯაღმაიას ადვოკატი, თორნიკე ჩიქოვანი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენებას სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს.

„გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოვცხადდით, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოწმის სახით იყო დაბარებული. ინფორმაცია მივიღეთ, თუ რა საკითხზე ვიყავით დაბარებული, რომელი მუხლებითაა გამოძიება დაწყებული. შემდეგ, ჩემმა კლიენტმა გადაწყვიტა, რომ სასამართლოში დაკითხულიყო, ეს განვაცხადეთ და მაგისტრატ მოსამართლესთან ველოდებით დაკითხვას. სავარაუდოდ, ხუთშაბათს, დაგვიბარებენ.

სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე და 18/323 მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ტერორიზმის მომზადებას, შეთქმულებას, ამბოხს გულისხმობს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

თუ კონკრეტულად რა ფაქტს უკავშირდება გამოძიება, ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, ვინაიდან გაუთქმელობაზე ხელი აქვს მოწერილი.

„ამის შესახებ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირდაპირ ინფორმაციას არ ფლობს, რადგან საქმის დეტალებს არ ვფლობთ. ის ფიქრობს, რომ გამოკითხვაზე დაბარება მისი ცხოვრების წესთან და იმასთანაა კავშირში, რომ უკრაინაში იბრძოდა, საქართველოს ინტერესებს უკრაინაში იცავდა და ოკუპანტის წინააღმდეგ იბრძოდა. მისი ვარაუდით, ამ ყველაფერთანაა ეს დაკავშირებული“, - აცხადებს ჩიქოვანი.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სულ რამდენი პირია კიდევ გამოკითხვაზე დაბარებული, უცნობია. უკვე გამოძახებულ პირებს პოზიცია დაფიქსირებული აქვთ და ისინი ჩვენებას სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემენ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა