კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გადავწყვიტეთ, ერთი თვის ვადაში წარმოვადგინოთ შეფასებისა და ანალიზის დოკუმენტი-მდინარაძე

ნახვები: 409 გადავწყვიტეთ, ერთი თვის ვადაში წარმოვადგინოთ შეფასებისა და ანალიზის დოკუმენტი-მდინარაძე

გადავწყვიტეთ, რომ ერთი თვის ვადაში წარმოვადგინოთ შეფასებისა და გარკვეული ანალიზის დოკუმენტი, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის ოთხივე ტალღას შეეხება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ იქნება საკითხები, რაზეც ოპოზიციასთან შეთანხმდებიან.

„ყველა შეუთანხმებლობის მიზეზი იყო ის, რომ არასდროს შეგვიქმნია დოკუმენტი იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა წარსულში სასამართლო რეფორმებთან მიმართებით. ეს არავის შეუფასებია, თუნდაც სუბიექტურად და შემდეგ ეს შეფასებები არავის შეუჯერებია. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ერთი თვის ვადაში წარმოვადგინოთ შეფასებისა და გარკვეული ანალიზის დოკუმენტი, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის ოთხივე ტალღას შეეხება. რა თქმა უნდა, ჩვენს ვერსიას გავაკეთებთ. არ გამოვრიცხავ, რომ იყოს საკითხები, რაზეც შევჯერდებით როგორც მიღწევებთან და სასამართლოში გაკეთებულ საქმეებთან დაკავშირებით, ასევე გამოწვევებთან მიმართებით. ბუნებრივია, თუ ასეთ საკითხებზე შევთანხმდით, დავაინიცირებთ ცვლილებებს და ეს კარგი იქნება. რაზეც ვერ შევჯერდებით, ამაზე დისკუსიას გავაგრძელებთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში შეხვედრა გამართეს, რა დროსაც სასამართლო რეფორმაზე იმსჯელეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც გატარებულ რეფორმებს შეაფასებს, ასევე მოამზადებს საკუთარ ხედვას.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა