კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ისააკ ჰერცოგი - მსოფლიო არ უნდა დუმდეს, როცა „ჰეზბოლას“ ტერორისტებმა მოკლეს ბავშვები

ნახვები: 456 ისააკ ჰერცოგი - მსოფლიო არ უნდა დუმდეს, როცა „ჰეზბოლას“ ტერორისტებმა მოკლეს ბავშვები

მსოფლიო არ უნდა დუმდეს, როდესაც „ჰეზბოლა“ ფეხბურთის მოთამაშე ბავშვებს კლავს. ასე გამოეხმაურა ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი გოლანის მაღლობის ჩრდილოეთით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას.

ჰერცოგის თქმით, ისრაელი მტკიცედ დაიცავს თავის მოქალაქეებსა და სუვერენიტეტს.

„„ჰეზბოლა“, რომელიც ირანის მიერაა შეიარაღებული და დაფინანსებული, არ ასხვავებს ბავშვებს ან მოზარდებს, ჯარისკაცს ან მოქალაქეს, ებრაელს ან მუსლიმს. „ჰეზბოლას“ ტერორისტები სასტიკად დაესხნენ თავს და მოკლეს ბავშვები, რომელთა ერთადერთი დანაშაულიც გარეთ ფეხბურთის სათამაშოდ გასვლა იყო“, – თქვა ჰერცოგმა.

ისრაელის მედიის ცნობით, გოლანის მაღლობზე საჰაერო თავდასხმას ათი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 30-მდე პირი. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თავდასხმა „ჰეზბოლამ“ განახორციელა, ხოლო რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. „ჰეზბოლა“ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა