კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„რუსული კანონის“ წინააღმდეგ ოპოზიციის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა

ნახვები: 424 „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ოპოზიციის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა

პარლამენტის მიერ მმართველი უმრავლესობის ინიციატივით მიღებული "რუსული კანონის" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ ოპოზიციის სარჩელი შევა.

"ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალ, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თამარ კორძაია, საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაუქმების მოთხოვნით სარჩელს შეიტანენ.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა პარლამენტში საკონსტიტუციო სარჩელს ხელი 22 ივლისს მოაწერეს. არსებული ინფორმაციით, სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრია.

ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას ითხოვს.

კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში ასევე გაასაჩივრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ასევე არასამთავრობო სექტორმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა