კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლოიდ ოსტინი - მე არ მჯერა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ბრძოლა გარდაუვალია

ნახვები: 540 ლოიდ ოსტინი - მე არ მჯერა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ბრძოლა გარდაუვალია

ლოიდ ოსტინის განცხადებით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტი გარდაუვალი არ არის. „მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ბევრ აქტივობას ვხედავთ, შეშფოთებულები ვართ ამ სიტუაციის სრულმასშტაბიან ბრძოლაში გადაზრდის შესაძლებლობით, მე არ მჯერა, რომ ბრძოლა გარდაუვალია“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ სურს საკითხი დიპლომატიური გზით გადაწყდეს.

შეგახსენებთ, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა, როცა შაბათს გოლანის მაღლობზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ. ისრაელი პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, რომელიც ბრალდებებს უარყოფს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა