კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნათია თურნავა - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს საფინანსო სექტორთან და კონფიდენციალურობის თემასთან შეხება არ აქვს - საბანკო კონფიდენციალურობა დაცულია კანონით

ნახვები: 450 ნათია თურნავა - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს საფინანსო სექტორთან და კონფიდენციალურობის თემასთან შეხება არ აქვს - საბანკო კონფიდენციალურობა დაცულია კანონით

ეს კანონი ფიზიკურ პირებს არ შეეხება - საბანკო სექტორს რაც შეეხება, საბანკო კონფიდენციალურობა დაცულია კანონით, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვას, რა იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკა, თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო მოითხოვს სასამართლოს გარეშე რომელიმე კლიენტის პირადი მონაცემების გაცემას.

როგორც თურნავამ განმარტა, ამ კანონს საფინანსო სექტორთან და კონფიდენციალურობის თემასთან შეხება არ აქვს და შესაბამისად, მისი სტრუქტურა საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებში ჩართული არ ყოფილა.

„ჩვენ კონსულტაციებში ჩართული არ ვართ, რადგან ეს კანონი ჩვენს საფინანსო სექტორს არ შეეხება. ცნობილია, რომ ის ფიზიკურ პირს საერთოდ არ ეხება და ზოგადად, საბანკო კონფიდენციალურობა დაცულია სპეციალური კანონით, რომელიც არეგულირებს საბანკო სექტორს, აქედან გამომდინარე, მას ჩვენთან პირდაპირი შეხება არ აქვს. ზოგადად, გამჭვირვალობას მივესალმებით. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე სტრუქტურა, მაგრამ უშუალო შეხება საფინანსო სექტორთან და კონფიდენციალურობის თემასთან ამ კანონს არ აქვს. ბუნებრივია, ჩვენ არც უნდა ვიყოთ ამ პროცესში ჩართული“, - განაცხადა თურნავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა