კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯეიმს ო'ბრაიენი - "ქართულმა ოცნებამ" ჩაწერა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვალდებულებები კონსტიტუციაში და სხვა მიმართულებით უხვევს, რატომ?

ნახვები: 410 ჯეიმს ო'ბრაიენი - "ქართულმა ოცნებამ" ჩაწერა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვალდებულებები კონსტიტუციაში და სხვა მიმართულებით უხვევს, რატომ?

"ქართულმა ოცნებამ" ჩაწერა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვალდებულებები კონსტიტუციაში და სხვა მიმართულებით უხვევს, რატომ? გასარკვევად ცოტა რთულია - მათ კლუბების წესების შეცვლის უფლება არ აქვთ, რათა გაწევრიანდნენ , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, აშშ-მა ნათელი უნდა გახადოს “ქართული ოცნებისთვის", რომ რეალური შედეგები იქნება.

ამასთან, ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს, მხარი დაუჭიროს ყველაფერს, რაც დაეხმარება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საქართველოში.

"როგორც ჩანს, საქართველოში არიან ელიტები, რომლებიც სხვა ხალხს ეძებენ, ისინი ზურგს აქცევენ ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზას. ამ პარტიამ რეალურად, ჩაწერა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვალდებულებები კონსტიტუციაში და სხვა მიმართულებით უხვევს. რატომ? გასარკვევად ცოტა რთულია.

ასე რომ, ჩვენ ვცდილობთ, ძალიან ნათელი ვიყოთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს, ვინაიდან, საქართველო მოითხოვს კლუბებში გაწევრიანებას, რომელთა ერთ-ერთი ნაწილიც ჩვენ ვართ და მეორე, ჩვენი საკვანძო პარტნიორია. მათ ამ კლუბების წესების შეცვლის უფლება არ აქვთ, რათა გაწევრიანდნენ.

ასე რომ, ჩვენ, პირველ რიგში, საქართველოსთვის ჩვენი დახმარების გადახედვის პროცესში ვართ. ძალიან გვინდა, მხარი დავუჭიროთ ყველაფერს, რაც დაეხმარება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს - საპარლამენტო არჩევნები აქვთ, თუმცა ჩვენ ნათელი უნდა გავხადოთ “ქართული ოცნების” პარტიისთვის, რომ რეალური შედეგები იქნება. იქნება დიდი სამხედრო წვრთნების გადადება და გავაგრძელებთ იმის გადახედვას, თუ რას ვაკეთებთ, იმედი მაქვს, რომ ამის სათქმელად შესაძლებლობა შეიქმნება", - განაცხადა მან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა