კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დავით ბაქრაძე: „ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს!“

ნახვები: 407 დავით ბაქრაძე: „ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს!“

"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე, ის მხარეების მოთხოვნილი საკითხების გასაჯაროვებას მოითხოვს. როგორც მან ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, ის, რაც პროცესს აზიანებს არის ცალკეული არასწორი ინტერპრეტაციები და იმ სიმართლის დამალვა, რაც ხდება შიგნით.

"საკითხი, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ დღევანდელ მოლაპარაკებებზე იქნება, რომ დასრულდეს ის გაურკვეველი რეჟიმი, როდესაც მხარეები ვითომ არ საუბრობენ შეთანხმების ან მოლაპარაკების შინაარსზე და ამ დროს ხდება ცალკეული ინფორმაციების სრულიად არასწორად გამოჟონვა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს საჯარო და საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია რაზე მიდის საუბარი, რა წინადადებები განიხილება და რომელი პარტია რაზეა თანახმა. ის, რაც პროცესს აზიანებს, ეს არის ცალკეული არასწორი ინტერპრეტაციები და სიმართლის დამალვა იმის რაც ხდება შიგნით. ეს არის პოლიტიკური პროცესი, ეს არ არის დიპლომატიური მოლაპარაკება და სახელმწიფოთა შორის მოლაპრაკება. საზოგადოებას აქვს უფლება და ჩვენ პოლიტიკოსები ვალდებულები ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რაზე მიდის საუბარი, ვინ რაზე თანხმდება, ვინ რას სთავაზობს, ვინაიდან ეს არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შეთანხმება. ამდენი ხანი ეს არ ხდებოდა ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების პოზიციის გათვალისწინებით,მაგრამ ვფიქრობ, მივედით იმ წერტილამდე, როცა ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს, პირადად ჩემი პოზიციაა რომ დღეს ამ საკითხს დავაყენებთ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა