პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ხატია დეკანოიძე - ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც ადამიანის უფლებებს დაარღვევს, სანქციების პაკეტში მოჰყვება

ნახვები: 428 ხატია დეკანოიძე - ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც ადამიანის უფლებებს დაარღვევს, სანქციების პაკეტში მოჰყვება

სანქციების პაკეტი არის ღია საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც ადამიანის უფლებებს დაარღვევს, რა თქმა უნდა, სანქციების პაკეტში მოჰყვება, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიას ძალიან სერიოზული გამოცდა ელის.

"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ და ასევე, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ძალიან სერიოზული შეშფოთება არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ამ პერიოდის განმავლობაში. ეს განხილვები, რომელიც არის სენატში და ისეთი განხილვები, როგორიც არის სენატში გაგრძელდება აუცილებლად, ვინაიდან საქართველოს დემოკრატიას ელის ძალიან სერიოზული გამოცდა, ეს არის არჩევნები, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ასევე სანქციების პაკეტი არის ღია საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც დაარღვევს ადამიანის უფლებებს, რა თქმა უნდა, მოჰყვება სანქციების პაკეტში.

სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით უმძიმესია საქართველოს უსაფრთხოებისთვის ის დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს. განსაკუთრებით, ეს ეხება ანტიდასავლურ რიტორიკას, რომელმაც გამოიწვია წვრთნების შეჩერება," - განაცხადა დეკანოიძემ, რომლის კომენტარსაც "ევროოპტიმისტები" ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა